ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები