„კობახიძე იმდენს ამბობდა ურთიერთობების გადატვირთვაზე, აგერ მივიღეთ შედეგი“- თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმეა.

„მძიმე ამბავია. უმძიმესია. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ, “ღირსეული პარტნიორობა” იყო. ეს სწორედ იმ პერიოდში იყო, როდესაც კარასინი ბრიფინგებს მართავდა და ჩემი მინისტრობიდან გათავისუფლებას ითხოვა. ამის მიუხედავად, მაინც ჩავატარეთ. ამის მერე დიდი დრო გავიდა და ახლა ეს სამწუხარო ფურცელია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. კობახიძე იმდენს ამბობდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დავიწყოთ და ძველებურად ვერ გაგრძელდებაო, რომ აგერ მივიღეთ შედეგი და მივიღეთ ის პასუხი, რასაც ის, სავარაუდოდ, გულისხმობდა, როდესაც ამ გადატვირთვაზე საუბრობდა” – ამბობს ხიდაშელი.

“აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო”- აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი

 

მსგავსი თემები