,,დღეს არის ისტორიული დღე, იწყება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ დღეს, როცა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება, ისტორიული უწოდა და გაიხსენა განაცხადის შეტანის დღე:

,,დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 28 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესვლის განაცხადს.

თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გასულ წლის დეკემბერში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ.

მაგრამ სწორედ დღეიდან იწყება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება”, – წერს ზელენსკი და მადლობას უხდის პარტნიორებს და ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და მისი ევროპული გზისთვის.

შეგახსენებთ, რომ EU დღეიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს.

მსგავსი თემები