სროლა ბაქოში – დაღუპულია 5 ადამიანი

ბაქოში, ძებნილის დაკავებისას, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, სამი პოლიციელი, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და თავად მსროლელი. ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის შსს და გენერალური პროკურატურა.

შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონის დასახლებაში მოხდა. მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

დაკავების მცდელობისას მან პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და სროლის დროს დაიღუპა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი თემები