უკრაინის მშვიდობის სამიტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დაესწრება

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი დაესწრებიან უკრაინის სამშვიდობო სამიტს, რომელიც შვეიცარიაში 15 ივნისს გაიმართება.

ვიცე-პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის, კირსტენ ალენის თქმით, ჰარისი გაემგზავრება შვეიცარიაში, რათა ხაზი გაუსვას ვაშინგტონის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს წესდების პრინციპებზე.

თეთრი სახლის ცნობით, ჰარისი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ისინი იცავენ თავს რუსული აგრესიისგან.

უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე პრეზიდენტ ბაიდენს დასწრებისკენ მოუწოდა, თუმცა ბაიდენი 15 ივნისს ლოს-ანჯელესში იქნება ყოფილ პრეზიდენტ ობამასთან ერთად ღონისძიებაზე, რომლის მიზანიც თანხების მოზიდვაა.

მსგავსი თემები