ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან და აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აღარ აპირებენ შევიდნენ ლექციებზე.

,,პირველ რიგში ვიტყვი, არა რუსულ კანონს, დადგა დრო და ჟამი გაიგოს ხალხმა რა აზრზე არიან წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები, დაწყებული პირველი კურსიდან დამთავრებული იმდენ კურსამდე რომელზეც არიან ისინი. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ უკან არ გაიწვევენ რუსულ კანონს და იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვეზარება აქ დგომა, არც დავიღლებით, არც წვიმა შეგვაშინებს, არც ქარი, არც თოვლი, თქვენთვის აჯობებს მალე გაიწვიოთ კანონი”, – ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.

მსგავსი თემები