გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროპელ პარტნიორებს, უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„გერმანიისგან განსხვავებით, საომარი მხარდაჭერა უკრაინისადმი სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან ხშირად შეზღუდულია“, – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, გერმანიამ უკვე გამოყო შვიდი მილიარდი ევრო უკრაინისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში.
„გერმანიას სურს უფრო მეტის კეთება, მაგრამ საშუალო სახელმწიფოა. იმისთვის, რომ გაკეთდეს უფრო მეტი, საჭიროა სხვების ჩართულობაც“, – განაცხადა შოლცმა.