ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს ქარმა სახურავი ახადა

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი ახადა. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა ავტობუსის გაჩერებაც.

ცნობისთვის, ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა და სახურავები ახადა საცხოვრებელ კორპუსებსაც, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემი, გარეგანათების ბოძები და ინფრასტრუქტურა.

მსგავსი თემები