კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში, რათა გააძლიეროს ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვა – პენტაგონი

პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ს კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში, რათა გააძლიეროს ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვა ირანთან დაკავშირებული ჯგუფების თავდასხმების ზრდის ფონზე.

„გასულ კვირას აშშ-ისა და კოალიციის ჯარებს, სულ მცირე, 12-ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და ოთხჯერ სირიაში“, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

მისი თქმით, სულ 21 ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მსუბუქი დაზიანებები.

„მე არ ვაპირებ, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა აშშ-ის პერსონალზე თავდასხმაზე, გარდა იმისა, რომ ვიტყვი, ვიცით, რომ ეს ჯგუფები დაკავშირებულნი არიან ირანთან“, – განაცხადა რაიდერმა.

 

 

მსგავსი თემები