სკოლიდან პირველკლასელთათვის განკუთვნილი ბუკები მოიპარეს

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, სკოლიდან ორმა, 20 წლამდე ახალგაზრდამ პირველკლასელთათვის განკუთვნილი ბუკები მოიპარა. შემთხვევა სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები სკოლაში ღამით, ფანჯრიდან შეიპარნენ.

სამართალდამცველებმა საქმე ცხელ კვალზე გახსნეს და ახალგაზრდები რუსთავში დააკავეს.

 

მსგავსი თემები