ევროკავშირი ბულგარეთის და რუმინეთის ანტიკორუფციულ და სამართლებრივ მონიტორინგს აღარ განახორციელებს

ბულგარეთის და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგის მექანიზმი დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა ავრცელებს.

,,ბულგარეთმა და რუმინეთმა დააკმაყოფილეს კრიტერიუმები და ჩვენ ოფიციალურად ვხურავთ ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგის მექანიზმს. გილოცავთ! ეს კარგი დღეა არა მხოლოდ ბულგარეთისა და რუმინეთისთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას საერთო ევროპული ინტერესის კიდევ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვერა იუროვამ.

მსგავსი თემები