უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს, რომ პუტინი ცდილობს „კონფლიქტის ზონის“ გაფართოებას და ვა-ბანკზე მიდის.
„შავ ზღვაში რუსეთის მიერ პროვოცირებული ინციდენტი ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავ „ემქიუ-9 რიპერთან“ დაკავშირებით – ეს არის პუტინის სიგნალი სხვა მხარეების ჩართულობით კონფლიქტის ზონის გაფართოების მზადყოფნის შესახებ“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.
შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა.