40 წლამდე მამაკაცი, რომელიც პოლონეთში დააკავეს, დივერსიული აქტის მოწყობაშია ბრალდებული. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ავტომანქანებს განზრახ ცეცხლს უკიდებდა. მსგავსი რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული. არსებობს ეჭვი, რომ დაკავებული რუსეთის დავალებას ასრულებდა.