საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა.
66 ადამიანი დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობს, ექვსი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. რა გახდა შეჯახების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.