წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

წმინდა სინოდის სხდომიდან მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სხდომაზე საკამათო არაფერი ყოფილა.

„რა  საკითხები იყო  ვერ გეტყვით. მდივანი ყავს სინოდს, რომელიც დაამთავრებს მუშაობას.  სულ 3 საკითხი იყო და ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. ამჯერად არაფერი საკამათო არ იყო, მივულოცეთ პატრიარქს იუბილე. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ სამძიმრის წერილს გავგზავნით თურქეთში და სირიაში. დანარჩენი ძალიან ყოფითი საკითხები იყო და მოისმენთ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას. მაიძულებთ რომ ცუდი რაღაც ვთქვა, ვერ მოესწრება ამას ვერავინ ვერასოდეს“ – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება სინოდის სხდომის დაგვიანებით დაწყებას, როგორც მეუფემ აღნიშნა, პატრიარქი იყო სუსტად, მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა.

 

მსგავსი თემები