რუსეთმა ხერსონში სამედიცინო დაწესებულება დაბომბა

რუსულმა ძალებმა ხერსონის რაიონში, ბერისლავში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს.  ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი.

“რუსული არმია აგრძელებს ხერსონის ოლქის სამედიცინო დაწესებულებებზე ავია იერიშს. რუსების შემდეგი სამიზნე ბერისლავის სასწრაფო დახმარების სადგური იყო. იერიშის შედეგად დაშავდა სასწრაფო დახმარების მძღოლი. მამაკაცის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება” – ნათქვამია განცხადებაში.  

მსგავსი თემები