„პატრიარქი მე მაგზავნის მასთან, მეტი რა გავაკეთოთ“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ და სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან 2 წელია და ვაზიარებ. დღესაც ვიყავი და ვაზიარე. მინდა გითხრათ რომ ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ მეტი რ უნდა იყოს, მიტროპოლიტი დადის მასთან ხშირად. სხვა არავითარი უფლებამოსილება არ გვაქვს, სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ სხვა არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნია. პატრიარქი მე მაგზავნის მასთან, მეტი რა გავაკეთოთ“ – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომის დაგვიანებით დაწყებას, აღნიშნა, რომ პატრიარქი იყო შეუძლოდ.

„სანამ პატრიარქი პატრიარქია, სინოდის სხდომას ყოველთვის თვითონ ჩაატარებს. ამიტომ ვიცდიდით ამდენი ხანი. პატრიარქი რომ არ ჩამოსულიყო სხდომა კი არ ჩაიშლებოდა, გადაიდებოდა. დეტალებზე განცხადებას გააკეთებს სხდომის მდივანი“ – განაცხადა მეუფემ.

 

მსგავსი თემები