ბავშვთა ახალი ჰეპატიტის უკვე 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, აღნიშნული ჰეპატიტი ეპიდემიოლოგიურად ძალიან უცნაურია და კვლევებში არ ვლინდება.
„ბავშვთა ჰეპატიტი ძალიან სპეციფიკურ ჯგუფში, ძირითადად გავრცელებულია 1-დამ 16 წლამდე ბავშვებში. მწვავე ჰეპატიტის სიმპტომებით მიდის. 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ახასიათებს სიყვითლე, გულის რევა, ღებინება. საინტერესოა, რატომ გახდა პრობლემა? ჯერ ერთი, ეპიდემიოლოგიურად ძალიან უცნაურია, რომ ყველა აქამდე არსებულ ჰეპატიტებს შორის A, B, C ჰეპატიტი, რაზეც ბავშვებს კვლევებს უტარებენ, არ ვლინდება. სხვა ახალი ინფექციითა გამოწვეული. მეორე ის, რომ გართულებების სიხშირე საკმაოდ მაღალია. 90%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, 10-დან 15%-მდე დასჭირდა ღვიძლის გადანერგვა. ბავშვებში იყო ლეტალური შემთხვევებიც. ლაპარაკია 2 შესაძლო მიზეზზე – ერთი არის ადენოვირუსი და მეორე- შესაძლო ასოციაცია კორონავოირუსთან“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“