მინისტრთა კაბინეტს 3 ახალი მინისტრი ეყოლება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.
განათლების და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია. როგორრ პრემიერმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მინისტრად დარჩება. რაც შეეხება სხვა მინისტრებს, ისინი პოზიციებს ინარჩუნებენ.
მთავრობაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციას კი სასჯელთაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს.
„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გუნდი, რომელიც მოიპოვებს პარლამენტის ნდობას“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს გაწეული სამსახურისთვის.