აშშ ჩრდილოეთ კორეას დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს

,,აშშ ჩრდილოეთ კორეას დაძაბულობის შემცირებისა და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს”, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას ჩრდილოეთ კორეისადმი შეამციროს დაძაბულობა და შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კონფლიქტის რისკს ზრდის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაუბრუნდეს დიალოგსა და დიპლომატიას“, – თქვა მან.

კონფლიქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 11 ოქტომბერს გამწვავდა. მაშინ ფხენიანმა სეული უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში დაადანაშაულა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების ნაწილი ააფეთქა.

მსგავსი თემები