აშშ-მა ირანი გააფრთხილა, შეწყვიტოს ნებისმიერი შეთქმულება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

აშშ-მა ირანის მთავრობა გააფრთხილა, შეწყვიტოს ნებისმიერი შეთქმულება, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი ტრამპის სიცოცხლეზე ნებისმიერ თავდასხმის მცდელობას ომის აქტად ჩათვლის.

ანონიმური წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას ირანის მხრიდან საფრთხეების შესახებ. წყარო აცხადებს, რომ ბაიდენმა თავის გუნდს დაავალა ირანელი მაღალჩინოსნებისთვის გაეგზავნათ შეტყობინებები, რომლებშიც თეირანს აფრთხილებდნენ, შეეწყვიტა ყველა შეთქმულება ტრამპისა და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

ირანმა თავის მხრივ, აშშ-ის საქმეებში ჩარევა უარყო და განუცხადა ამერიკას, რომ სწორედ შეერთებული შტატები ერეოდა წლების განმავლობაში მის შიდა საქმეებში.

მსგავსი თემები