მექსიკის ერთ-ერთ ციხეში შეიარაღებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ქალაქ ხუარესის ერთ-ერთ ციხეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 10 სამართალდამცველი და ოთხი პატიმარია. ამასთან, დაშავებულია 13 ადამიანი, 24-მა პირმა კი, ციხიდან გაქცევა შეძლო.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელები ციხის შენობასთან დაჯავშნული ავტომობილებით, ადგილობრივი დროით, 07:00 საათისთვის გამოჩდნენ და ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე წუთით ადრე კი, მუნიციპალური პოლიციის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დევნის ოპერაციის შედეგად, ოთხი ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები