“თუ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს, რომ ბრაზილია მას დააკავებს “- ანდრეი კოსტინი

“თუ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს, რომ ბრაზილია მას დააკავებს “- ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა.

„იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ პუტინი შესაძლოა ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწროს, მსურს გავიმეორო, რომ ბრაზილიის ხელისუფლების, როგორც რომის სტატუტის მხარის ვალდებულებაა, იგი დააკავოს, თუ ჩასვლას გაბედავს“ – განაცხადა ანდრეი კოსტინმა.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს.

 

მსგავსი თემები