მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი – რომელ ადგილებს იკავებენ კვარა და მამარდა

ბრიტანულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ დაასახელა 100 ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით, ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ტოპ 100-ში საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი მოხვდა. გიორგი მამარდაშვილი 83-ე პოზიციას იკავებს, ხვიჩა კვარაცხელია კი 30 ნომრად არის წარმოდგენილი.

„დიდი ხნის განმავლობაში ალისონი არა მხოლოდ ლივერპულის მთავარი მეკარე, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი იყო. თუმცა, მომდევნო სეზონში, გიორგი მამარდაშვილს ბრაზილიელისთვის ადგილის წართმევის შანსი ექნება. ლივერპულის ტრანსფერი ნათლად ადასტურებს, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ მეკარეს. ის სიმაღლეში 199 სანტიმეტრია, კარის ხაზზე სწრაფად მოქმედებს და საოცარი სეივების შესრულება შეუძლია“, – აცხადებს ბრიტანული ჟურნალი.

მსგავსი თემები