,,ფხენიანი უკრაინაში რუსეთის ჯარში საბრძოლველად საკუთარ სამხედროებს აგზავნის” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში რუსეთის ჯარის რიგებში საბრძოლველად აგზავნის.

„ვხედავ მზარდ კავშირს რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორებიც ჩრდილოეთ კორეაა. საუბარია უკვე არა მხოლოდ იარაღის გადაცემაზე. ფაქტობრივად, საუბარია საოკუპაციო სამხედრო ძალების მიერ ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების გადაყვანაზე“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში უკრაინის მის პარტნიორებთან ურთიერთობას განვითარება სჭირდება.

„ფრონტს მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება“, – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები