კაცმა საკუთარ სარდაფში ძველი სასაფლაო აღმოაჩინა

საფრანგეთში, კაცმა თავისი სახლის სარდაფში უძველესი სასაფლაო აღმოაჩინა. როგორც Live Science-ი წერს, ეს გასულ ზამთარში მოხდა, როდესაც კაცი რემონტს აკეთებდა და სარდაფში ჩონჩხი იპოვა. მოგვიანებით გათხრებს არქეოლოგები შეუერთდნენ და ამ ეტაპზე უკვე 38 სამარხი იპოვეს. დღეს გათხრები 52 კვადრატული მეტრის ფართობზე მიმდინარეობს.

სარდაფში აღმოჩენილი უძველესი საფლავი ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეს მიეკუთვნება, რაც ძველ რომაულ პერიოდს ნიშნავს. კიდევ 10 სარკოფაგი საფრანგეთის პირველი მეფეების – მეროვინგების მმართველობის პერიოდით თარიღდება (476-750 წლები).

ყველაზე „ახალი“ სამარხი კი დაახლოებით მეათე საუკუნეშია გაკეთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასაფლაოს 700 წლის განმავლობაში იყენებდნენ.

მსგავსი თემები