მეტროს ,,საბურთალოს ხაზზე” მოძრაობა აღდგენილია – თბილისის სატრანსპორტო კომპანია

რამდენიმე საათიანი შეფერხების შემდეგ, თბილისის მეტროს ,,საბურთალოს ხაზზე” მოძრაობა 14 ოქტომბრის დილის 6:00 საათზე ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საღამოს, ,,საბურთალოს ხაზით” სარგებლობა შეზღუდული იყო. სატრანსპორტო კომპანიაში მიზეზად ,,ტექნიკურ ხარვეზს” ასახელებდნენ.

მსგავსი თემები