ბელგოროდის ოლქზე დრონით იერიში განხორციელდა-დაღუპული ერთი ადამიანი

ბელგოროდის ოლქში დრონით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. გლადკოვის ცნობით, იერიში სოფელ უსტინკაზე განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ,  რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღამით ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში საწვავი მასალების საწყობზე დარტყმა განახორციელეს.

გენშტაბის ცნობით, საწყობის ტერიტორიაზე რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ინახებოდა, იერიშის შედეგად ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

 

მსგავსი თემები