“ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან”- კალაძე ოპოზიციაზე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციაში „ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან“.

“მერწმუნეთ, ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება შესაბამის სტრუქტურებს და საზოგადოებასაც. იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, არანაირი რესურსი, შანსი და შესაძლებლობა არ აქვთ, რომ არ აქვთ რომ არჩევნები მოიგონ და ამგვარი ქმედებებით და პროვოკაციებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით” – განაცხადა კალაძემ.

“სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით?”- კახა კალაძე

მსგავსი თემები