„რაც ჩეხეთთან ვერ გავიტანეთ, საქართველოსთან გავიტანთ“ – ალბანეთის საფეხბურთო ნაკრები

ალბანეთის ნაკრების შემტევმა, ნედიმ ბაირამიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მან პირობა დადო, რომ ჩეხეთთან დაშვებულ ძშეცდომებს საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრაში გამოასწორებენ.

„ვიცოდით, რომ ჩეხეთი თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტევდა. მოწინააღმდეგე ხშირად უხეშობდა და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ხისტი იყო. თამაშის სადავეებს მე-15 წუთიდან ვფლობდით, თუმცა სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ. რაც შეეხება უკრაინა – საქართველოს მატჩის შედეგს, ამან იმედი მოგვცა, რომ დასრულებული არაფერია. ვიმედოვნებთ, რომ „ჯვაროსნებს“ იმ გოლებს გავუტანთ, რომლებიც დღეს ვერ გავიტანეთ“ – აცხადებს ფეხბურთელი.

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა უკრაინის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა, ხოლო ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა.

საქართველოსა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი თემები