ცესკოს თავმჯდომარე სტრასბურგში სარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნაზე განცხადებას აკეთებს

“ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე”- ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით.

ცესკოს თავმჯდომარემ მანიპულაციური უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას არ აკეთებს.

კალანდარიშვილის თქმით, სადაც კი იყო დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის შესაძლებლობა, ცესკომ მიიღო სათანადო ზომები.

“საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება”-გიორგი კალანდარიშვილი

მსგავსი თემები