სროლა იყო ინგუშეთში-დაღუპულია სამი ადამიანი

ინგუშეთში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.  ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რესპუბლიკის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თავდამსხმელები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები