“მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” მოსწონს: მათი პროექტი ამბობს შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას”- გერმანიის ელჩი

“მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს.

„ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციაზე. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის”… მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც [ბუნდესტაგის] ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. გერმანიის მთავრობის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვირდემ, ვეიმარის განცხადება გააკეთა გუშინ.

მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა „არა“-ს მისცა, ვინაიდან [რეზოლუციის] შექმნის მონაწილე არ იყო (ნორმალურია). მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას” – წერს ფიშერი.

მსგავსი თემები