ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები.

„ისტორიაში პირველად ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა იდენტიფიცირების, შედეგების დათვლის, წინასწარი შედეგების დადგენისა და გადაცემის ელექტრონული მოწყობილობები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ამომრჩეველთა უფლებებსა და რეგისტრაციაზე. ანგარიშის თანახმად, ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართული დაინტერესებულ მხარეებს განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუთქვამთ ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიაში კვლავაც არის უზუსტობები, რომლებიც სავარაუდოდ გამომდინარეობს სიაში გარდაცვლილი პირებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების არსებობით.

“სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი”- ეუთო/ოდირი

მსგავსი თემები