გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინას 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა.

„წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების – ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის – დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს – IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, ჰაუბიცებს, თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო დრონებს, რადიოლოკაციურ სისტემებს, საბრძოლო მასალას“ – განაცხადა შოლცმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ოდენობით გერმანია მეორე ადგილზეა (აშშ-ის მერე) და ბერლინი აქტიურად ცდილობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.

მსგავსი თემები