კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა. Reuters-ის ცნობით, ეს თანხა ჰარისის შტაბმა შეაგროვა მას შემდეგ, რაც ის ივლისში პრეზიდენტობის კანდიდატად ჯო ბაიდენის ნაცვლად დასახელდა.

კანდიდატად დასახელების პირველივე დღეს ჰარისმა 25 მილიონი დოლარი შემოწირულების სახით მიიღო, ხოლო ივლისში შემოწირულების ოდენობამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა.

აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აგვისტოში 130 მილიონი დოლარი მიიღო. იმავე თვეს მის საარჩევნო შტაბს ნაღდი ფულის სახით 295 მილიონი დოლარი ჰქონდა. „დემოკრატებს“ და ჰარისს კი – 404 მილიონი დოლარი.

მსგავსი თემები