სიეტლი-სტამბოლის რეისზე თურქეთის ავიახაზების პილოტი გარდაიცვალა

თურქეთის ავიახაზების პილოტი სიეტლიდან სტამბულის მიმართულებით ფრენისას გარდაიცვალა.

„როდესაც თვითმფრინავში ჩვენი კაპიტნისთვის პირველადი დახმარება წარუმატებელი აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადაწყვიტა გადაუდებელი დაშვება, მაგრამ ის დაშვებამდე გარდაიცვალა“, – წერს ავიაკომპანიის სპიკერი X-ზე.

Airbus A350 თვითმფრინავი ნიუ-იორკში დაეშვა.

59 წლის კაპიტან ილჩეჰინ ფეჰლივანს რეგულარული ჯანმრთელობის შემოწმება უტარდებოდა. მარტში ჩატარებული გამოკვლევებით, მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აღმოაჩნდა.

პილოტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. მფრინავებს სამედიცინო შემოწმება ყოველ 12 თვეში ერთხელ უტარდებათ, ხოლო 40 წელზე უფროსი ასაკის პირებს სამედიცინო მოწმობის განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

მსგავსი თემები