ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.  ავტომობილები შეეჯახა, შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ერთი მგზავრი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია.

მსგავსი თემები