“პრეზიდენტს გონება და ცოდნა არ ჰყოფნის”- გია ვოლსკი

“პრეზიდენტს გონება და ცოდნა არ ჰყოფნის, რომ არჩევნების გაყალბების მოსალოდნელ საფრთხეზე ილაპარაკოს – სალომე ზურაბიშვილის ნიჭიც რომ ჰქონდეს, იმ გარემოებებს ვერ დაახასიათებს, რამაც შეიძლება არჩევნების გაყალბება გამოიწვიოს” – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, “ელექტრონულ არჩევნებს კი აბსოლუტურად შეუბღალავი ავტორიტეტი აქვს და მისი გაყალბება შეუძლებელია.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უარესი წინ გველოდება – როცა ის ვერანაირად დაასაბუთებს, რომ არჩევნები გაყალბდა, სხვა მიზეზებს და იმ ზღაპრებს მოიგონებს, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან უკვე ხშირად გვესმის, რომ თითქოს და, ზეწოლა, მოსყიდვები ხდება და ისეთი გარემოებებია შექმნილი, რომ ლამის პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურები ქუჩა-ქუჩა დადიან და მუქარის ქვეშ ადამიანებს აიძულებენ, რომ 26 ოქტომბერს ხმა აუცილებლად “ქართულ ოცნებას” მისცენ. შეუძლებელია, ადამიანი ნების წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება აიძულო – ეს არის ფაქტი. როცა ამ ფაქტს უპირისპირდები, ეს არის უტიფრობა ან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მსგავსი თემები