“ჩვენ არ გვსურს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა,თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით”- გერმანიის ელჩი

“ჩვენ არ გვსურს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მივესალმებით საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში გადაადგილებას, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით”– ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს.

„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი სცენარია, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა ვარიანტი დევს მაგიდაზე. როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცით. ჩვენ არ გვსურს ამის შეწყვეტა. ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლონ გადაადგილება. სწორედ ამიტომ გაიხსნა შენგენის სივრცე ქართველებისთვის. გვსურს, რომ სტუდენტები ჩამოვიდნენ, ტურისტები, გვსურს, რომ ყველა ჩამოვიდეს, ვისაც ამის სურვილი აქვს”- განაცხადა ელჩმა.

 

მსგავსი თემები