,,უახლოეს მომავალში წარვუდგენთ გამარჯვების გეგმას ყველას, ვისაც შეუძლია, გაგვაძლიეროს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში” – ზელენსკი

,,უახლოეს მომავალში, უკრაინა წარუდგენს თავის გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

,,დღეს შევთანხმდი მოლაპარაკებების განრიგზე ერთი კვირის განმავლობაში. ეს არის შეხვედრები, მოლაპარაკებები ბევრ პარტნიორთან. ჩვენ წარვუდგენთ ჩვენი გამარჯვების გეგმას ყველას, ვისაც შეუძლია უკრაინის გაძლიერება – ყველა ქვეყანას, რომელიც ნამდვილად შეძლებს დახმარებას მშვიდობის დამყარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების პოზიციებისა და უკრაინის რეალური შესაძლებლობის გაცნობიერებით, გამარჯვების გეგმის გაძლიერებით, ჩვენ გავასაჯაროებთ ჩვენს სტრატეგიას შემდგომი ქმედებებისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები