მექსიკის შტატ გერეროს დედაქალაქის მერი მოკლეს

მექსიკის შტატ გერეროს დედაქალაქის მერი თანამდებობის დაკავებიდან ექვსი დღის შემდეგ მოკლეს. ალეხანდრო არკოსი გასულ კვირას ჩილპანსინგოს მერი გახდა, რომელსაც დაახლოებით 280,000 მოსახლე ჰყავს და მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

თავდაპირველად მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ფაქტი ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღით ადრე ცეცხლსასროლი იარაღით ქალაქის მთავრობის მდივანიც მოკლეს.

 

მსგავსი თემები