კაცმა საცავში, რომელიც 500 დოლარად შეიძინა, 7 500 000 დოლარი აღმოაჩინა

კაცმა საცავში, რომელიც 500 დოლარად შეიძინა, 7 500 000 დოლარი აღმოაჩინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გაირკვა, საცავი ერთ-ერთი საქმის მტკიცებულება იყო, რომელსაც პოლიცია იძიებდა. კერძოდ, საქმე დაკავშირებული იყო თინეიჯერი გოგონას მკვლელობასთან, რომელიც 2006 წელს მოხდა.

განყოფილებაში აღმოჩენილი სეიფების უმეტესობა ცარიელია. მაგრამ ამ კაცს გაუმართლა და იპოვა 7,5 მილიონი დოლარის ღირებულების ნაღდი ფული.

საცავის ყიდვის შემდეგ, ოჯახმა დაიქირავა ექსპერტები სეიფის გასახსნელად და როდესაც საბოლოოდ მოახერხეს მისი გახსნა, აღმოაჩინეს, რომ სეიფში ნაღდი ფული იყო.

სეიფის ფახსნის შემდეგ, ექსპერტებმა ადვოკატებს დაურეკეს. წყვილს, რომელმაც ფული იპოვა, თავდაპირველად შესთავაზეს 600 000 დოლარი, დანარჩენი კი მფლობელებს დაუბრუნეს.

საბოლოოდ მათ გააორმაგეს შეთავაზება და წყვილს 1,2 მილიონი დოლარი მისცეს.

მსგავსი თემები