მკვლელობა ხარაგაულში – დაკავებულია ერთი პირი

მკვლელობა ხარაგაულში –  სამართალდამცველებმა მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია – 1978 წელს დაბადებული ჯ.ს.

რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი ვინაობა დადგენილია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

სისხლიანი გარჩევა, რომლსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა, სოფელ პატარა ხარაგაულში სუფრაზე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. გარჩევა ქუჩაში გაგრძელდა, რასაც 4 გასროლა მოჰყვა.

მსგავსი თემები