„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო

 “დღევანდელი თავდასხმა არის მხოლოდ სისუსტის გამოვლინება, მსგავსი მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ, რადგან ვართ ძალიან ბევრი”- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანმა, ლევან მეტრეველმა კარდენახში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ლევან მეტრეველი აღნიშნავს, თავდასხმის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა.

„ტვინის შერყევის სურათი ნამდვილად არის, ჰემატომა ნამდვილად არის და ახლა უნდა ვნახოთ თუ არის სახის ძვლების მოტეხილობა. მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და არა რუსეთი – ეს არის ის მცირედი ფასი, რაც მე დღეს გადავიხადე იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გზას დაადგეს და ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და ამ მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ, ეს არის მათი სისუსტის ნიშანი, მაგრამ იმდენი ვართ არც ჩვენი რუსეთში დაბრუნება გამოუვათ და არც ჩვენი შეშინება” – აღნიშნა მან.

მეტრეველი ამბობს, რომ მას თავს ორი ადამიანი დაესხა.

 

“ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს დაესხნენ

მსგავსი თემები