ძალადობის მსხვერპლნი 9 წლის ასაკში გახდნენ- რეპერ Puff Diddy-ის წინააღმდეგ 100-ზე მეტი ახალი ბრალდებაა

“ბიბისის” ინფორმაციით,  ცნობილ რეპერს შონ კომბსს (ფი დიდის) ძალადობის 100-ზე მეტი ახალი ბრალდება ემუქრება.  ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა ადვოკატის, ტონი ბუზბის განცხადებით, 100-ზე მეტი ადამიანი აპირებს რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით. ტონი ბუზბი აცხადებს, რომ სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი 9 წლის ასაკში გახდნენ. მისივე თქმით, ეს არ არის კოლექტიური სარჩელი და თითოეული სავარაუდო მსხვერპლისთვის საქმეები ინდივიდუალურად იქნება განსახილველი. ბრალდებები მოიცავს 1991 წლიდან დღემდე პერიოდს, ინციდენტები კი მოხდა ლოს-ანჯელესში, ნიუ იორკსა და მაიამიში. ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტების უმეტესობა 2015 წლის შემდეგ მოხდა.

ბუზბის თქმით, მოსარჩელეთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ მათზე სექსუალურად იძალადეს კომბსის მიერ ორგანიზებული წვეულებების შემდეგ, რომლებიც იმართებოდა ცნობილ ადგილებში, ასევე კერძო რეზიდენციებსა და სასტუმროებში.

მსგავსი თემები