“ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა უფრო შორეული ჩანს, ვიდრე ოდესმე”- შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. გერმანიის კანცლერის განცხადებიტ, სრულ სოლიდარობას უცხადებს გერმანიაში მცხოვრებ ებრაელებს. შოლცმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ომი დიდ შეშფოთებას იწვევს გერმანიის მოქალაქეებში, რაც აისახება დისკუსიებსა და დემონსტრაციებში.

„ჩვენ არასოდეს შევეგუებით ანტისემიტიზმს და ბრმა სიძულვილს ისრაელის მიმართ. ებრაელები აქ, გერმანიაში იმსახურებენ ჩვენი სახელმწიფოს სრულ სოლიდარობას“ – განაცხადა შოლცმა.

ამავე დროს, შოლცმა აღნიშნა, რომ მთელ რეგიონში კონფლიქტის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გერმანიის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არ დაუშვან „ხანძრის გაჩენა“.

„დიახ, სამწუხაროდ, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის წლისთავზე, მშვიდობა და შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში უფრო შორეული ჩანს, ვიდრე ოდესმე. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცით: მოლაპარაკებების გზით, ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე კონფლიქტის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი თემები