ლონდონის ცენტრში გამართულ აქციაზე პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა

ლონდონის ცენტრში გამართულ აქციაზე პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. „ბიბისის“ინფორმაციით,  აქციაზე ათი ათასობით ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებს ეჭირათ პალესტინის დროშები და ბანერები წარწერებით – „დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი“ და „ხელები შორს ლიბანისგან“. ასევე სკანდირებდნენ „დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დაბომბვა“. პარალელურად გაიმართა კონტრაქციაც. პოლიციამ ორი მსვლელობა შეაჩერა. აქციაზე 17 ადამიანი დააკავეს.

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით აქციები გაიმართა პარიზში, რომში, ბერლინში, მანილასა და კეიპტაუნშიც. რომში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე 34 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

მსგავსი თემები