ლიბანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიქათი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ. მიქათის განცხადებით, ის მხარს უჭერს ზავის დასამყარებლად აშშ-სა და საფრანგეთის ძალისხმევას.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ლიბანურმა მედიამ აფეთქებებს “ძალიან ძალადობრივი” უწოდა. ამასთან, ისრაელი იუწყება, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამით ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული საჰაერო სამიზნეები მოიგერიეს.

 

მსგავსი თემები