მიხაელ შუმახერი, ბოლო 10 წელიწადში პირველად, საჯაროდ გამოჩნდა

ლეგენდარული ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი, ბოლო 10 წელიწადში პირველად, საჯაროდ გამოჩნდა. 2013 წელს მან თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო, რეაბილიტაცია კი რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.

გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შუმახერი საკუთარი ქალიშვილის, ჯინა-მარიას ქორწილს დაესწრო. ღონისძიება უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას მობილური ტელეფონები ჩამოართვეს, რათა ადგილიდან ფოტო-ვიდეო მასალას არ გაეჟონა.

მსგავსი თემები